მართალი ეზეკია, იუდეველთა მეფე
მოიხსენიება 28 აგვისტოს (ახალი სტილით: 10 სექტემბერს)
მართალი ეზეკია (721-691 ქრისტეს შობამდე) იუდეის უსჯულო მეფის, აქაზის ძე იყო. ოცდახუთი წლისა ავიდა ტახტზე და ოცდაცხრა წელი მეფობდა იერუსალიმში. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20).