მოწამე კონონ მებოსტნე
მოიხსენიება 5 მარტს (ახალი სტილით: 18 მარტს)
მოწამე კონონ მებოსტნე გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში, და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი ლურსმნებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და სასტიკად აწამეს. წამების დროს წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.