მოწამენი: ირიადა, ევლოგი და ევლაპი

მოიხსენიება 5 მარტს (ახალი სტილით: 18 მარტს)
მოწანე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ამ დროს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა ირიადა და წმიდა ევლამპი.