ღირსი არკადი კვიპრელი

მოიხსენიება 6 მარტს (ახალი სტილით: 19 მარტს)
ღირსი არკადი კვიპრელი ( 361) მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.