ორმოცდაორი ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე, აეტი, თეოდორე, მილისენე, კალისტე, ვასოი და სხვანი
მოიხსენიება 6 მარტს (ახალი სტილით: 19 მარტს)
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვანი ( 845). ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842) სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). მტრებმა, ქალაქის დამცველი 42 მეომარი ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს.