მოწამე პაპა
მოიხსენიება 16 მარტს (ახალი სტილით: 29 მარტს)
წმიდა მოწამე პაპი ( 305-311) ქალაქ ლარანდაში (მცირე აზია) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305- 311) დროს. ქრისტეს აღიარებისათვის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი ჩექმებით წაიყვანეს ჯერ ნეოკესარიაში, შემდეგ კი- ისავრის სელევკიაში. წმიდა პაპი უნაყოფო ხეზე მიაბეს, ხემ ნაყოფი გამოიღო.