მოწამე პოლიკარპე

მოიხსენიება 2 აპრილს (ახალი სტილით: 15 აპრილს)
წმიდა მოწამე პოლიკარპე (IV) ეწამა იმპერატორ მაქსიმიანეს ( 305-313) მხილებისათვის, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.

მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.