ღირსი თეოდორა თესალონიკელი

მოიხსენიება 5 აპრილს (ახალი სტილით: 18 აპრილს)
ღირსი თეოდორა თესალონიკელი ( 892) ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

წმინდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნოეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი თეოდორა მშვიდობით მიიცვალა 892 წელს. იგი სასწაულებს ახდენდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.