ღირსი ფარმუთი

მოიხსენიება 11 აპრილს (ახალი სტილით: 24 აპრილს)
ღირსი ფარმუთი ცხოვრობდა IV ს-ში. იგი უდაბნოში მოღვაწეობდა და იქ მცხოვრებ განდეგილ მამებს ემსახურებოდა. უდაბნოს მღვიმეში მოღვაწე იოანესთან (ხს. 29 მარტს) საზრდელი წმიდა ფარმუთიოსს მიჰქონდა. ფარმუთიოსი მშვიდობით აღესრულა განდეგილობისა და ძმათა მსახურების ღვაწლით გაბრწყინებული.