image

თემა: ადგილი ლოცვისათვის


სწავლა ვ. ლოცვისათვისვე ყოველსა ადგილსა.

საყვარელნო, ლოცვისათვის ნუ ვეძიებთ ადგილსა სავედრებელსა, ნუცა მრავლის მეტყველებასა ლოცვასა შინა და გრძელთა სიტყვათა, არამედ ვითარცა ქანანელი იტყოდა, "შემიწყალე მე უფალო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს", ეგრეთვე შენცა იტყოდე: "უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ სული ჩემი ბოროტად იგვემების ეშმაკთაგან". დაღაცათუ მცირე არიან ესე სიტყვანი, არამედ უფროს კაცთ-მოყვარებანი (წყალობანი)ღვთისანი! სადაცა არს წყალობა ღვთისა, მუნ ყოველი კეთილი, და სადაცა იყო, ესრეთ იტყოდე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". უკეთუმცა არა აღძრნე ბაგენი, არამედ გონებითა გულსა შინა ესრეთ ღაღად-ჰყავ, რამეთუ მდუმრიად თქმულიცა ლოცვანი ისმინის ღმერთმან. ხოლო შენ თვით ტაძარი ხარ ღვთისა ცხოველისა! რად ეძიებ ადგილსა ლოცვისასა, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს? იხილე, ვითარ მოსე ივლტოდა ეგვიპტით პირისაგან ფარაოსა? ზღვა იყო პირით კერძო (წინ) და ფარაო ზურგით (უკან) და შორის (მათსა) მოსე, და დიდი იწროება იყო მისა. არა იყო მისაყრდნობელ მისა ვედრებად ღვთისა, (ლოცვის მეტი სხვა გზა არ იყო). და ჰრქვა მოსეს ღმერთმან, "რასა ღაღადებ ჩემდამო?" ხოლო ეგრეთვე სამნი ყრმანიცა შეთხეულნი სახმილსა შინა ილოცვიდეს და ლოცვამან მათმან დაშრიტა ალი ცეცხლისა, და საკრველნი მათნი დახსნა, და ცხოველნი გამოიყვანნა იგინი და დიდებულად გამოაჩინა ძალმან ლოცვისამან. ხოლო ეგრეთვე იობ სკორესა ზედა (სანახვეზედ) ილოცვიდა და ღმერთი მოწყალე ჰყო. უკეთუ შენზედაცა მოვიდეს, ძმაო, განსაცდელი, მაშინ ღვთისა მიმართ მიივლტოდე და ევედრებოდე, რათა გიხსნას შენ, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს და მახლობელ შენსა, რამეთუ ვიდრეღა შენ იტყოდე გულითა წმიდითა, გრქვას: "აჰა ესერა მე შენთანა ვარ". და არღარა აღგესრულებინოს, ლოცვა, (შენ ლოცვამდის) მან მოგცეს შენ ლხინება და ცხოვრება საუკუნო, რამეთუ მისა ჰშვენის ლოცვა და თაყვანის-ცემა, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები