image

თემა: ლოცვა


სწავლა ე, თავი ბ. ლოცვისათვის.

ყოველთა უკვე უწყოდეთ საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა - ლოცვა არს. ცხოვრება და ცხოვრებისა შუამდგომელი სახმარ არს ჩვენდა. რაოდენ შაუძლო, ვიტყოდე ლოცვისათვის, რათა გასწავო ლოცვათა შინა ცხოვრებულთა. და რომელნი ჰგიეთ საქმეთა შინა ღვთისათა მარადის, უმოსწრაფეს გყოფსთ თქვენ სიტყვა ესე. ხოლო რომელნი მყოფ არიან დახსნილობათა შინა, დაუტეობენ სულსა უნაყოფოსა, და ჰსცნან გარდასრულთა ჟამთა ამაოება, და არა დააკლონ თავნი თვისნი ცხოვრებასა შემდგომთა ჟამთა. ხოლო აწ მნებავს თქმად დიდი ესე სარგებელი ლოცვისათვის, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღვთისა თანა მზრახველობს. ხოლო თუ ვითარ არს კაცად მყოფისა ღვთისა თანა ზრახვა, ყოველთა უწყით და არა ძალ მიძს პატივისა მის გამოთქმად. რამეთუ ესე პატივი ლოცვისა და დიდად შვენიერება ანგელოზთაცა აღემატების, რომელი უფროს მათ უწყიან. რამეთუ ერთი დიდებული წინასწარმეტყველი მოგვითხრობს მათთვის, რომელნი შიშით ლოცვასა შესწირვენ ღმერთსა, დამფარველნი პირთა და ფერხთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალ-უძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა. ხოლო შემდგომი ყოველი ბუნება, ცხოვრება, სიბრძნე, მეცნიერება და სხვა ყოველივე, რომელი უკეთუ ვინმე სთქვას. ხოლო ლოცვა საზოგადო საქმე არს ანგელოზთა და კაცთა. არა რა არს განყოფილ შორის ორთა ბუნებისა ლოცვათა შინა, რამეთუ საიდუმლოდ შეირაცხების მათდა მიმართ და მსწრაფლ ცხოვრებასა მათსა მიეახლების მლოცველი პატივითა და აზნაურუებითა და მეცნიერებისა ცხოვრებითა თვისითა. ამისთვის გევედრები, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვისწრაფოთ ღვთისა მიმართ ლოცვა, რამეთუ რამე იყოს უბრწყინვალეს მზრახველთა ღვთისათა და მვედრებელთა? რაიმე უმართლეს, რაიმე უბრძნეს და რაიმე ჯერ-არს თქმად თანა მზრახველთა ღვთისათა, რომელნი მარადის მისთანა არიან ლოცვისა მიერ და მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები