image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

ლოცვა ყველგან ითქმის: ზიხარ თუ წევხარ, დგახარ თუ დადიხარ. "მოუკლებლად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით", - ამბობს მოციქული. ოღონდ ლაპარაკია არა იმაზე, რომ როცა დაწვები, მხოლოდ მაშინ ილოცო. საჭიროა ბრძოლა: გინდ იდგე, გინდ იჯდე. რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

ლოცვა მარტო მაშინ ჩაითვლება, როდესაც მლოცველი ხატების წინ ლოცულობს?ლოცვა მარტო ის არ არის, როდესაც ხატების წინ ლოცულობ. გონება და გული ღვთისკენ რომ გაქვს მიმართული, ეს უკვე ლოცვაა, რა მდგომარეობაშიც უნდა იყო - ზიხარ, წევხარ, თუ დადიხარ. საშინაო ლოცვას თავის წესი აქვს (დილა-საღამოს ხატების წინ უნდა იდგე), ამ სალოცავ მდგომარებას კი - თავისი.
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

საყვარელნო, ლოცვისათვის ნუ ვეძიებთ ადგილსა სავედრებელსა, ნუცა მრავლის მეტყველებასა ლოცვასა შინა და გრძელთა სიტყვათა, არამედ ვითარცა ქანანელი იტყოდა, "შემიწყალე მე უფალო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს", ეგრეთვე შენცა იტყოდ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

438. როდესაც წასაკითხად ან ხელსაქმისთვის ვზივარ და მინდა ვილოცო, აზრი აღმოსავლეთისაკენ შებრუნებას მაიძულებს, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?როდესაც ზიხარ, ან დადიხარ, ან რაღაცით დაკავებული ხარ, ან ჭამ, ან სხვა რაიმეს სხეულებრივი მოთხოვნილებისთვის აკეთებ, მაშინ პირით აღმოსავლეთისკენ იქნები თუ დასავლეთისკენ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნუ დაგაეჭვებს ლოცვა, რამეთუ ჩვენ მცნება მივიღეთ, რომ ის მოუკლებელად და ყველგან აღვასრულოთ. წერილში ნათქვამია: „გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი“ (ფსალ. 67, 4), ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ყველგანაა. მაშინაც კი, როდესაც თავდაბურული ხარ, ლოცვას ნუ მიატოვებ, არამედ მხოლოდ იმას დაუკვირდი, რომ ეს უგულისყუროდ არ გააკეთო.
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

შიძლება სიარულის დროს ან დაწოლილ მდგომარეობაში ლოცვა? როდესაც სახლში ლოცულობ, აუცილებელლია სახარების კითხვისას ფეხზე დგომა? შეიძლება სახარების კითხვა საზოგადო ტრანსპორტში?როდესაც ლოცვის წესს არ ასრულებ, ლოცვა შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში, ხოლო როდესაც ლოცვის წესს ასრულებ, მაშინ რაიმეზე დაყრდნობაც და აუცილებლობის გარეშე ჯდომაც კი ცოდვაა. თუ, შეგიძლია სახარების კითხვა ფეხზე მდგომარე უკეთესია; ხოლო თუ დაიღალე, ან შეუძლოდ ხარ, მაშინ დამჯდარმა წაიკითხე მოწიწებით. საზოგადო ტრანსპორტში უმჯობესია ვიკითხოთ ფსალმუნები.
link
image

თემა: ადგილი ლოცვისათვის

427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?თუ ფსალმუნთგალობის ან ადამიანთა გარემოში ყოფნისას ღმერთს ბაგეების გარეშე მოუხმობ, არ გეგონოს თითქოს ეს მოხმობა არაა, არამედ გახსოვდეს, რომ ის გულთამხილავია და გულს აკვირდება, ამიტომაც გულში მოუხმე მას. წერილში სწორედ ესაა ნათქვამი: „დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად“ (მათე 6, 6). მაშ დავახშოთ ბაგეები და გულში ვილოცოთ, რამეთუ ვინც ბაგეებს ხშავს და ღმერთს უხმობს, ან გულში ლოცულობს, ის აღნიშნულ მცნებას ასრულებს. და თუ გულშიც ვერ მოუხმობ ღვთის სახელს, არამედ მხოლოდ გაიხსენებ, მაშინ ეს უფრო ადვილად მოსახერხებელია და შეწევნის მისაღებად საკმარისია.
link