
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს, ვერც ტაძარში და ვერც სახლში.
ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს, ვერც ტაძარში და ვერც სახლში. თუმცა ტაძარში ლოცვა უკეთესია, იქ ლოცვის სული ტრიალებს. კარგია, რომ მუდამ ტაძრისაკენ მიილტვით, მაგრამ თუ ტაძარში წასვლა შეუძლებელია, რას იზამ, შინ ილოცეთ. სახლში, როგორც გინდა ისე ილოცებ. თავად განსაჯეთ, ამ დროს სრული თავისუფლება გაქვთ. ოღონდ კი გონებითა და გულით ღმერთს ადიდებდეთ, მადლობდეთ და ევედრებოდეთ.
|