
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და დავინახოთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გავემიჯნოთ ხილულ საგნებს. სული წინასწარ სინანულით და კეთილი საქმეებით განვიწმინდოთ, მერე კი სარწმუნოებით შევიჭურვოთ, ხორციელი თვალი დავხუჭოთ და გონება გულში ჩავკეტოთ, იქიდან კი განუწყვეტლივ მოვუხმოთ უფალ იესო ქრისტეს. და მაშინ, სულის სიმხურვალისა და გულმოდგინების კვალდაკვალ, ადამიანი ქრისტეს ქსენებაში პოვებს ტკბობას, რომელიც მასში ზეგარდამო განათლების სურვილს აღძრავს