თემა: ქურდობა
გამოცდა თავისა თვისისა.
ღირსი მამა ზენონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. ერთხელ, პალესტინაში მოღვაწეობის დროს, წმიდა ზენონი დაღლილობის გამო დასასვენებლად და ორიოდე ლუკმის საჭმელად ბოსტნის მახლობლად ჩამოჯდა. ღირსმა მამამ ბოსტანში ახლადშემოსული კიტრი დაინახა და გაიფიქრა: "ეს ხომ დიდი ცოდვა არ არის", - და ერთი კიტრის მოწყვეტა დააპირა; მაგრამ უცბადვე შეიცვალა საკუთარი მცდარი აზრი და თქვა:
-მტაცებელნი სასჯელს მიეცემიან; მაშ, ზენონ, გამოსცადე თავი თვისი, ძალგიძს, აიტანო ტანჯვა თუ არა?
ამ სიტყვებით ზენონი თაკარა მზეზე დაჯდა და ხუთი დღის განმავლობაში ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ბოლოს იგრძნო, რომ ხვატისგან არაქათგამოცლილს ძალ-ღონე სრულიად ელეოდა და საკუთარ თავს ამგვარი განაჩენი გამოუტანა: "ზენონს არ ძალუძს აიტანოს სასჯელი; მაშასადამე, თავისი ხორცის გაძღომისთვის სხვისი საკუთრებაც არ უნდა მიიტაცოს".
ეს თქვა და იქაურობას მშვიდად გაეცალა.
"არა საკვირველ არს, უკეთუ ვინ დაეპყრას პარვასა, რამეთუ იპარავნ, რათა განიძღონ სული თვისი მშიერი, ხოლო უკეთუ შეპყრობილ იქმნეს, შვიდ წილად იზღვიოს, და ყოველი მონაგები მისცეს და იხსნას თავი თვისი (იგავ. 6, 30-31)"