ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სული, სიწმინდე, გარეგნობა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, და მას წარმოაჩენს მასში საღვთო მადლის არსებობის წყალობით; ამშვენებს და განწმენდს ყველაზე უბადრუკ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც ატარებს მადლცხებული კაცი ღვთისა.