ავტორი:
წმ. მაკარი ეგვიპტელი
თემა: სული
816. რას ნიშნავს წმ. წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვაში ნახსენები ოთხი ცხოველი?
ოთხი ცხოველი, რომელთაც ეტვირთათ ეტლი, არის სახე სულის ოთხ მთავარ გულისთქმათა. და როგორც არწივი ფრინველებში უმთავრესია, ლომი – ველის მხეცთა, ხარი – შინაურ პირუტყვთა და კაცი ყოველთა მთავართა, ასევეა მეუფენი სულის გულისთქმათა: ნება, სინდისი, გონება და შემყვარებელი ძალა სულისა, რომლისაგან წარმოიშობა სიყვარული და ამათით დადის სული და ამათზე განისვენებს ღმერთი.