თემა: გულისთქმანი

6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მასთან მიმართებით ან გვკიცხავს ჩვენ, ანდა სათნოგვიყოფს. ეს ნიშნავს შემდეგს: ვთქვათ, მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა, და უთუოდ მაქვს იგი უფლის გამო. მაგრამ განიკვეთება ეს გულსზრახვა, როდესაც მომეახლება მაცთური და შთამაგონებს, რომ სტუმართმოყვარე ვიყო განდიდების გამო. და კიდევ, ვთქვათ მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა ადამიანთა წინაშე თავის გამოსაჩენად. ესეც განიკვეთება, როდესაც უკეთესი გულისზრახვა მოგვეახლება, რომელიც უმალ უფლისკენ წარმართავს ჩვენს სათნოებას და გვაიძულებს, რომ ადამიანთა გამო არ ვმოქმედებდეთ მას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები