თემა: აღდგომა

17. ბოროტებისგან მოკვდინებულ მოაზროვნე ბუნებას აღადგენს ქრისტე ყოველთა საუკუნეთა განჭვრეტის გზით (ე.ი. ეს ბუნება გააცნობიერებს მთელ ჟამს და ჩადენილ ცოდვათა გამო სინანულად მოიქცევა), ხოლო ქრისტეს მამა იმ სულს, რომელიც მოკვდა ქრისტეს სიკვდილით, აღადგენს თავისი ცოდნის გზით (ე.ი. ის სული, რომელიც ნათლისღებას ეზიარება საღვთო ცოდნის გზით, რაც მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში მიემადლება მას, აღდგომილ მაცხოვართან ერთად იცოცხლებს საუკუნო ნეტარებით). აი, ესაა ის, რაც პავლესგან ითქვა: „თუკი ქრისტესთან ერთად მოვკვდებით, გვწამს, რომ მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ“ (რომ. 6.8; შდრ. II ტიმ. 2.11).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები