ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სახარების კითხვა, სიმშვიდე
სულსაც საზრდოობა და უფლის სიტყვით დაპურება უნდა. უწინარეს, ახალი აღთქმისა და დავითნის კითხვაში უნდა გაიწვრთნათ. ამ საქმეს ფეხზე დგომა შეჰფერის, ამგვარი კითხვისას გონება ნათლდება და ღვთიური მადლით ივსება. გარდა ამისა, წმინდა წერილის კითხვისას ადამიანის სულში სითბო იღვრება, რომელიც განმარტოებისას სინანულის ცრემლს გადენს. ამ დროს ადამიანი სითბოთი აღივსება და მასზე გულისა და გონის დამატკბობელი ზეციური მადლი გადმოდის. პირველ ყოვლისა, ეს შენთვის უნდა გააკეთო, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვო. როგორც მეფსალმუნემ მგასწავლა: "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს სჯული შენი.." (ფს. 118,165)