თემა: გონების დაცვა

177. უკეთურების რვა უმთავრესი გულისზრახვა, რომლებშიც არის დატევნილი დანარჩენი გულისზრახვები და რომლებისგანაც აქვს წარმოშობა თითოეულ მათგანს (ისევე როგორც ჰერასა და ზევსისგან – დანაელთა ყველა წყეულ ეშმაკ–ღმერთს, თანახმად მათი მითებისა), – ეს ყველა, – ადის გულის კარიბჭემდე და თუ ისინი ჰპოვებენ გონებას დაუცველს, თითო–თითოდ შევლენ მასში თავ–თავის დროს, ხოლო როდესაც რომელიმე ამ რვა გულისზრახვათაგანი, გულამდე ასული, შიგნით შედის, თან შეჰყავს სამარცხვინო გულისზრახვების მთელი ჯგრო და აბნელებს რა ამგვარად გონებას, მოუხმობს სხეულს და სამარცხვინო საქმეთა ჩადენისკენ აქეზებს მას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები