თემა: გულის განწმენდა

178. ამიტომ, ვინც თვალს არ აცილებს გველის თავს (შესაქ. 3.15) (ე.ი. ფხიზლობს, ფრთხილობს)და, იყენებს რა მრისხანე გამონათქვამებს, მხურვალე მამხილებლობის შედეგად „მუშტით გვემს მის ტანს (შეუპოვრად იბრძვის), ამ გზით განირიდეს ბრძოლას, რადგან შეუმუსრა რა თავი, უკუაქცია მრავალი ბოროტი გულისზრახვა და უბოროტესი საქმეები. აი მაშინ, აუღელვებელი ჰგიეს აზროვნება, იწონებს რა ღმერთი მის მღვიძარებას გულისზრახვათა მიმართ და ანიჭებს რა, სანაცვლოდ, იმის ცოდნას, თუ როგორ დასძლიოს მოქიშპენი და როგორ განიწმინდოს, მცირე–მცირედ, თავისი გული იმ გულისზრახვებისგან, შინაგან ადამიანს რომ ბილწავს, როგორც ამბობს უფალი იესო: „გულისგან გამოდის უკეთური გულისზრახვები, სიძვანი, მრუშობანი... და ესენი არიან, რომლებიც ბილწავს ადამიანს“ (მთ. 15. 19–20).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები