ავტორი:
წმ. პიმენი დიდი
თემა: გულის განწმენდა, სიბოროტე
651. როგორ უნდა ავასრულოთ მაცხოვრის სიტყვები: „ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ“?
ადამიანისთვის ბოროტის წილ ბოროტების მიგება გულიდან იწყება. შემდეგ მოუხდება პირს, პირიდან ენას და ბოლოს საქმით აღესრულება. ამიტომ, განიწმინდე გული, რომ ბოროტი არ მოუხდეს პირს და თუ პირს მიუვარდა, ეცადე არ თქვა ბოროტება ენით. და თუ თქვი ბოროტება, მაშინვე განიშორე, რათა საქმით არ აღასრულო იგი და არ მიაგო ბოროტი ბოროტისა წილ.