image

თემა: სიბოროტე

685. როგორ უნდა მოვეპყრათ ჩვენს წინააღმდეგ გაბოროტებულ ადამიანს?
ჩვენს წინააღმდეგ გაბოროტებული ადამიანი – სნეული ადამიანია. მას გულზე სალბუნი – სიყვარული უნდა დავადოთ; უნდა მოვეფეროთ მას, ალერსითა და სიყვარულით გავესაუბროთ. და თუკი მასში გამძვინვარებული, ღრმად ფესვგამდგარი გაბოროტება არ არის ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ დროებითი აფეთქებაა, – თქვენ თვითონვე ნახავთ, თუ როგორ დადნება მისი გული და გაბოროტება ჩვენი ალერსისა და სიყვარულის სითბოსაგან, როგორ დაამარცხებს მას სიკეთე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები