image

თემა: ღვთის გმობა

ყოველი კაცი შეძრწუნდება, როცა თავს ღმრთის მგობელად იხილავს. ჩვენს წარმოდგენაში ღმრთის მგომებილი არის გაავებული, ურწმუნო ადამიანი. ჩვენ, მორწმუნენი, დავდივართ ტაძარში, მივეახლებით წმიდა საიდუმლოს... და მაინც, ჩვენ ღმრთის მგმობელები ვართ, ვინაიდან უბედურებისა და სნეულების დროს ვდრტვინავთ და ამით განვიკითხავთ უფლის განგებულებას. ჩვენ შორის, ვისაც მცირედმორწმუნე ქრისტიანები გვქვია, ისეთებიც არიან, რომელთაც არ გვყოფნის მოთმინება, უდრტვინველად გადავიტანოთ მწუხარება და ვაცხადებთ: „ღმერთი არ არსებობს!“, თუ ხმამაღლა არ ვამბობთ, გულში მაინც ვიტყვით ამას. შეინანეთ შემუსვრილი გულით უფლის წინაშე თქვენგან წარმოთქმული ღმრთის საგმობი სიტყვები. იქნებ რომელიმე ისე გაკადნიერდა, რომ ფიქრობს, თითქოს ღმრთის მიერ არის დაშვებული ადამიანთა შეცოდებანი? „განა მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთი ხასიათი მაქვს დაბადებიდან?“, ანდა „ღმერთი რომ იყოს, დაუშვებდა ომს, ძარცვას, მკვლელობას, ყრმათა სიკვდილს? და ა.შ. განა ეს სიტყვები და ფიქრები ქრისტიანულია?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები