ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ღვთის გმობა
787. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუკი მოისმენს მავანისაგან ღმერთის ძაგებას?
თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე, და თუ საჭირო შეიქნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხში პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე და რადგან მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი... დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში ჰქონდეთ ღვთისმონებისა, რათა თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდნენ ქრისტიანების თავდასხმის შიშით.