ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: გართობა
ცხონების მიმართ გულცივობა გვიბიძგებს ვეძიოთ არა ჭეშმარიტი, სრულყოფილი სიხარული, არამედ ფუჭი გართობა. ვერთობით ბანქოს თამაშით, ტელევიზორით, კინოთი და თეატრით, უსარგებლო და გულისთქმის აღმძვრელი წიგნების კითხვით, თავშესაქცევი ამბებით, როკვით და ათასი სხვა სულის დამაცარიელებელი მხიარულებით. სრულიად გვავიწყდება, რომ ვიმყოფებით „უფლის მრისხანე თვალთა წინაშე“, დავიარებით სიკვდილ–სიცოცხლის ბეწვის ხიდზე, სადაც ყოველი მხრიდან თავს გვესხმის მაცდუნებელი ცოდვა, რითაც ბოროტი დაუნდობლად ღუპავს ძე ღმრთისას სისხლით გამოსყიდულ სულებს, ყოველ წუთს გვემუქრება გეენის ცეცხლში მიტაცებით (ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი). განა გვაქვს ახლა ჩვენ, ქრისტიანებს, დრო მხიარულებისა და სიცილისა? „სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც დადგება ჟამი ცოდვებზე გამარჯვებისა“ – ამბობს ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი.