image

თემა: გლოვა ცოდვებისათვის

არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამოც არ შეგვიძლია, არ გვინდა ტირილი. იმიტომ, რომ ცხონების მიმართ გულცივობა გვიბიძგებს ვეძიოთ არა ჭეშმარიტი, სრულყოფილი სიხარული, არამედ ფუჭი გართობა. ვერთობით ბანქოს თამაშით, ტელევიზორით, კინოთი და თეატრით, უსარგებლო და გულისთქმის აღმძვრელი წიგნების კითხვით, თავშესაქცევი ამბებით, როკვით და ათასი სხვა სულის დამაცარიელებელი მხიარულებით. სრულიად გვავიწყდება, რომ ვიმყოფებით „უფლის მრისხანე თვალთა წინაშე“, დავიარებით სიკვდილ–სიცოცხლის ბეწვის ხიდზე, სადაც ყოველი მხრიდან თავს გვესხმის მაცდუნებელი ცოდვა, რითაც ბოროტი დაუნდობლად ღუპავს ძე ღმრთისას სისხლით გამოსყიდულ სულებს, ყოველ წუთს გვემუქრება გეენის ცეცხლში მიტაცებით (ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი). განა გვაქვს ახლა ჩვენ, ქრისტიანებს, დრო მხიარულებისა და სიცილისა? „სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც დადგება ჟამი ცოდვებზე გამარჯვებისა“ – ამბობს ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები