
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
სადღა არის მუდმივი გლოვა ცოდვათა გამო, როცა ზიარებისწინა ლოცვის წაკითხვაც კი გვეზარება, რათა სიტყვით მაინც შეეხოს ჩვენს გაქვავებულ გულს სინანულის ლოცვა, თქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარ ცოდვათა გამო უფლის წინაშე ცრემლის ღვრა. ეს რომ გაგვეკეთებინა, იქნებ გაღვიძებულიყო ჩვენი მთვლემარე სინდისი და განწყობილიყო გული მონანიებისათვის. ყოველივე ეს ჩვენ მეტისმეტად ძნელი განსახორციელებელი გვგონია. თვით დავით წინასწარმეტყველი ასე იგლოვდა თავის ცოდვებს: „დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“ (ფს.6.6).