
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“. ძალიან ძნელია ერისკაცისთვის ამ ნეტარების გაგება. იოანე ოქროპირის თქმით, იგი ეწინააღმდეგება მთელი კაცობრიობის თვალსაზრისს, რადგანაც ნეტარად ითვლება მხიარული, ხოლო მწუხარე და მოტირალი – უბედურად. უფალი კი სწორედ მათ უწოდებს ნეტარებს. კაცი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ტიროდეს. ნეტარად ის კი არ ითვლება, ვინც მიწიერი სატკივრის გამო ტირის; ცრემლების მოგვრა უძლურ ბოღმასაც შეუძლია. განა იშვიათად დაღვრილა ამაოდ ცრემლი? ასეთი ცრემლი მავნებელია მოტირალისათვის, რადგანაც მოაქვს სულიერი და ხორციელი სიკვდილი. პავლე მოციქულის თქმით, „სოფლისა ამის მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს“ (2 კორინ. 7.10). ამქვეყნიურ საწუხარს ხშირად მივყავართ მომაკვდინებელ ცოდვამდე, სასოწარკვეთილებამდე. ნეტარება და ნუგეში მაშინ ეძლევა მგლოვიარეს, თუ იმის გამო ტირის, რომ არასრულყოფილად და უღირსად ემსახურება უფალს, იმსახურებს მის რისხვას.