image

თემა: კამათი

არ არის საჭირო სარწმუნოების შესახებ გამართულ კამათში თქვენი მოწინააღმდეგისათვის ავის სურვება. გვმართებს მხოლოდ მათი შებრალება, რადგანაც უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ და გაეხსნებათ სულიერი ხედვა, საშინელი იქნება მათი გამოფხიზლება. განა სიბრალულის ღირსი არ არიან ისინი? განა ქრისტიანის გულს შეუძლია ვინმეს უსურვოს მარადიული განსაცდელი ჯოჯოხეთისა? ვისაც ასეთი რამ გიფიქრიათ, შეინანეთ უფლის წინაშე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები