ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: უღმერთობა
უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ და გაეხსნებათ სულიერი ხედვა, საშინელი იქნება მათი გამოფხიზლება. განა სიბრალულის ღირსი არ არიან ისინი?