ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე)
თემა: სინანული
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება - დაავადებული გვაქვს გული, გონება, ნება, ყველა გრძნობა. ცოდვები, მართალია, მოგვეტევა, მაგრამ ვნებები ჯერაც ცოცხლობენ. ცოდვებს აღარ ვიქმთ, მაგრამ ცოდვითი მიდრეკილება, მათი ქმნის წყურვილი ცოცხალია და ეს ყოველივე მოითხოვს სინანულის კიდევ მრავალ შრომას, ბევრ ბრძოლას, ჩვენი მოწყალე მკურნალის - კაცთმოყვარე უფლის მიმართ მწუხარე ღაღადსა და ვედრებას. სადამდე? - სანამ ვცოცხლობთ ამქვეყნად.