თემა: წმინდა წიგნების კითხვა „წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი. link
თემა: სიმდაბლე დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს. link
თემა: ჭეშმარიტება, სიცრუე ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32). link
თემა: გონება, ოცნება, ლოცვა ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება. link
თემა: ჭეშმარიტება, სიცრუე ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა. link
თემა: სახარების კითხვა, ცოდვა, სახარება, წუთისოფლის სიამოვნებანი მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიკერძოების საგნები, უარყავი შენი სული - მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები. link
თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ. link
თემა: სიყვარული მტრისადმი, სულიერი ბრძოლა ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული. link
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა. link
თემა: სიყვარული, გულის განწმენდა წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი.წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს. link