image
image
1
2
3
Loading..
image

თემა: ანგელოზი

წმიდა ზეციური მფარველი და მფარველი ანგელოზი ერთი და იგივე სულიერი პირია, თუ სხვადასხვაა?ორი პირია: წმიდა მფარველი ის წმიდანია, ვის სახელსაც ატარებ; მფარველ ანგელოზს კი ყველა ადამიანს უდგენს უფალი დაბადებისას.
link
 

თემა: ანგელოზი

ნეტარი თეოდორას მონათხრობი:
"ამბა ისაიამ ერთი დიდი მოძღვარი ბერის შესახებ გვაუწყა, რომ სანამ იგი განმხოლოებულ ცხოვრებას შეუდგებოდა, საკვირველ ჩვენებაში იხილა ვინმე ჭაბუკი, რომელსაც პირისახე მზესავით უბრწყინავდა. ეს მისი მფარვ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

წმიდა თეოდოსი დიდის ( 528 წ.) მონასტერში ერთი მართლმადიდებელი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელიც თავისი გულუბრყვილობით სარწმუნოებათა განსხვავებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თავისი სენაკიდან ხშირად გამოდიოდა და ხან ეგვიპტელთა (ეგვიპტელ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

ალისკის წმიდა განმანათლებელი მიტროპოლიტი ონოკენტი (ფენიამინოვი) ენერგიული და გულადი ადამიანი იყო. მას არაფრის ეშინოდა, მსუბუქი ნავით ალეუტის არქიპელაგის ალეუტის კუნძულზე მარტო გაემგზავრა: კუნძულიდან კუნძულზე ადგილობრივ მცხოვრებთა ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

ღირსი კირილე ფრაკიის სოფელ ფილიიდან იყო, რის გამოც ფილიელი ერქვა. ის დაახლოებით 1060-იან წლებში მოღვაწეობდა. ერთხელ იგი მოინახულა ნაცნობმა ბერმა, რომელიც ღირს მამასთან რჩევისთვის მივიდა.
-ერთხელ ჩემს სენაკში ვიჯექი, - დაიწყო ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

XII ს-ის პირველ წლებში კიევო-პეჩორის ლავრაში ორი ბერი მოღვაწეობდა - იოანე და თეოფილე. ბავშვობის წლებიდან მათ მტკიცე მეგობრობა აკავშირებდათ. მონასტრის ყველა მცხოვრებისთვის ისინი ძმური სიყვარულის ყოველდღიური მაგალითი იყვნენ. მათ კუბ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

ღირსი მამა IV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი მშობლები თესალონიკელი კეთილმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. თავისი მოსაგრე ცხოვრება ღირსმა მამამ წმიდა მთაზე დაიწყო. შემდეგ მან მოინახულა წმიდა მიწა, სადაც იორდანეს ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩაიკეტა ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ანგელოზი

1210.რომელი ქმნილებაა უმთავრესი(სრულყოფილი) ღმრთის ქმნილებათა შორის?უმთავრესი (სრულყოფილნი) არიან ანგელოზები,-ისინი უხორცონი და უკვდავი სულები არიან, მათ მინიჭებული აქვთ გონება და თავისუფალი ნება.1211.როგორებად შექმნა ღმერთმა ანგელოზები?ღმერთმა ანგელოზები კეთილებად შექმნა.1212.ყველა ანგელოზი კეთილად დარჩა?ყველა ანგელოზი როდი დარჩა კეთილად; მრავალმა მათგანმა შესცოდა იმით, რომ გააპარტავნდა და შეწყვიტა ღმრთის მორჩილება (ეს.14,12-15).1213.როგორ დასაჯა ღმერთმა ბოროტი ანგელოზაბი?დასაჯა იმით, რომ ისინი სამუდამოდ განდევნა. (ლკ.10,18).1214.რით დააჯილდოვა ღმერთმა ის ანგელოზები, რომლებიც კეთილებად დარჩნენ?კეთილად შთენილი ანგელოზნი ღმერთმა საუკუნო ნეტარებით დააჯილდოვა.1215.როგორ გვეპყრობიან კეთილი ანგელოზები?ისინი გვიცავენ ყოველგვარი ბოროტებისგან, აღძრავენ ჩვენში კეთილ ზრახვებსა და გრძნობებს და ჩვენთვის ლოცულობენ (დაბ.1,12-13; ლკ.1,8-2-; საქ.5,19-20; გამოცხ.8,2-4).1216.რომელი ანგელოზები ზრუნევენ ჩვენზე განსაკუთრებით?ჩვენზე განსაკუთრებით მფარველი ანგელოზები ზრუნავენ (ფს.90,11; მთ.18,10).1217.როგორ გვექცევიან ბოროტი ანგელოზები?ბოროტი ანგელოზები ცდილობენ ყველანაირად გვავნონ; თავიანთი ცბიერებითა და მზაკვრებით ცოდვაში გვაგდებენ (დაბ.3,1-6; მთ.4,3-11; მთ.13,25-39).1218.საიდან წარმოდგება და რას ნიშნავს სიტყვა ,,ანგელოზი"?სიტყვა ,,ანგელოზი" ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ღმერთის ნების მაუწყებელს" ანუ წარმოგზავნილს.1219.რა ეწოდებათ ბოროტ ანგელოზებს?მათ ეშმაკები ეწოდებათ.1220.საიდან წარმოდგება და რას ნიშნავს სიტყვა ,,ეშმაკი"?სიტყვა ,,ეშმაკი" ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მაცდუნებელს,მტყუვარს.
განმარტება:
I. ანგელოზები უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან.როგორც ხილულ სამყაროში არსებობს განსაზღვრული იერარქია, ასევე ანგელოზებს შორისაც არსებობს განსაზღვრული დასები. უმაღლესი დასის ანგელოზები წმიდა წერილის მიხედვით, იწოდებიან მთავარანგელოზებად (Iთეს.4,16), რომელთაგან ზოგიერთი სახელდებით იხსენიება, მაგალითად , მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი და სხვა. უფრო მაღალი დასის ანგელოზები არიან ქერუბიმები და სერაფიმები (ეს.6,2; ეს.37,16). ანგელოზებს აგრეთვე ვუწოდებთ ძალებს ანუ ზეციურ ძალებს.
II. ანგელოზების შესახებ ნათქვამია: ,,რამეთუ ანგელოზტა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს.90,11).
III. თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი დამცველი ანგელოზი. იესო ქრისტემ ბრძანა: ,,ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხჰყოთ, ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მთ.18,10). ამიტომ მიმართავს თითოეული ჩვენთაგანი დაცვისათვის თავის მფარველ ანგელოზს და იქცევა მისი ჩაგონებით.
IV. ეშმაკებს უწოდებთ ბოროტ სულებს. ისინი განუდგნენ ღმერთსა და ღმერთის სამართალს და აღსავსენი არიან სიცრუითა და ცოდვით. ადამიანები რომელთაც შეიყვარეს სიცრუე და ბოროტება, უერთდებიან ეშმაკებს და მათი ძენი შეიქმნებიან. ამის შესახებ ნათლად ეუბნება უფალი იესო ქრისტე ფარისეველთ: ,,თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმაი მამისა თქვენისაი გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა. ოდეს იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ ატყუვარ არს, და რამეთუ მამაიცა მისი მტყუარი არს" (ინ.8,44). განვერიდოთ ეშმაკეულ ცთუნენენბს, რათა არ ვიქცეთ ცოდვის მონებად. განსაცდელში ვილოცოთ.
V. უმაღლესს ეშმაკთა შორის სატანას ანუ ბელზებელს, ეშმაკთა მთავარს უწოდებენ (ლკ.10,18; მთ.12,24).
link
 

თემა: ანგელოზი

1647.ხომ არ ითვლება ანგელოზთა და წმინდანთა პატივისცემა ღმერთის პირველი მცნების საწინააღმდეგოდ?არ ითვლება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით ამგელოზებსა და წმინდანებს, არც ვემსახურებით მათ, არამედ პატივს ვცემთ მხოლოდ.1648.როგორ ვცემთ პატივს ანგელოზებს და წმინდანებს?ანგელოზებს და წმინდანებს პატივს ვცემთ ოტXგვარად:
1. თაყვანს ვცემთ მათ წმიდა ცხოვრებას;
2. ვბაძავთ მათ ბრწყინვალე მაგალითს;
3. მოვუხმობთ მათ, ვითარცა ღმერთის საყვარელ მსახურებს, რათა ილოცონ ჩვენთვის ღმერთის წინაშე, და მადლობას ვწირავთ შუადგომლობისათვის;
პატივს ვცემთ მათ ნივთებს, მათ წმიდა ნაწილებს და ხატებს;
1649.უმეტესად რომელ წმინდანს მივაგებთ პატივს?წმინდანთაგან უმეტესად პატივს მივაგებთ მარლთმადიდებელი სარწმუნოების მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.1650.განსაკუთრებით რომელ წმინდანს უნდა სცეს მარლთმადიდებელმა პატივი?თითოეულმა ადამიანმა განსაკუთრებით უნდა სცეს პატივი იმ წმიდანს, ვისი სახელიც ჰქვია.
განმარტება:
წმინდანთა პატივისცემის აუცილებლობისთვის მრავალი სერიოზული დასაბუთება შეიძლება მოვიყვანოთ. უპირველესად, წმიდა წერილი შეიცავს მრავალრიცხოვან დასაბუთებას იმისა, რომ უფალი შეისმენს მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ლოცვებს, განსაკუთრებით მათ ლოცვებს, ვინც ცდილობს წმიდად იცხოვროს. ილოცა აბრაამა და უფალმა განკურნა აბიმელიქი (დაბ.20,17). ილოცა სამოელმა ისრაელიანთათვის და შესმენილ იქნა მისი ლოცვა (Iმეფ.7,8,9). შესმენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა და ღმერთმა არცხვინა კერპთაყვანისმცემელნი (3მეფ.18,36-39). მით უფრო შემწეა წმინდანთა ლოცვა, რომლებიც მარადისობაში არიან გარდასულნი, რამეთუ მათ აღარ ამძიმებთ ხორციელი სისუსტეები და ამიტომ ახლოს იმყოფებიან ღმერთთან, რომელიც თავად არის წყარო სიყვარულისა, და სათნოებისა. კითხვაზე, იციან თუ არა ღმრთის წმინდანებმა, რომ ვუხმობთ და ვევედრებით, მორწმუნე ქრისტიანს შეუძლია მხოლოდ დადებითად უპასუხოს. უკვე აქ, მიწაზე აძლევს უფალი წმინდანებს ისეთი აღთქმის უნარს, რომელიც აღემატება ჩვენი გრძნობის ორგანოების უნარებს. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ელისემ უწყოდა, რომ მისი მსახური გეხაზი, რომელიც მისგან იმდენად შორს იმყოფებოდა, რომ მისი ხილვა შეუძლებელი იყო, რაღაც ცუდს სჩადის (IIმეფ.5,20-27). პეტრე მოციქულმა უწყოდა, რომ ანანიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ ნაწილობარივ, ბუნდოვნად, შევიმეცნებთ, იმ ქვეყნად კი ჩვენი შემეცნება სრულყოფილი იქნება (Iკორ.13,9-12). ქრისტემ ბრძანა, რომ წმიდანები ანგელოზთა მზგავსნი არიან, (ლკ.20,35-36). თუმცა ეს სიტყვები ქრისტემ აღდგომასთან დაკავშირებით ბრძანა, მაგრამ არ არსებობს საფუძველი მისი სიტყვების ჭეშმარიტების უარსაყოფად, სხეულიდან განსრულ წმიდანთა სულებთან მიმართებაში. თუ წმიდანთა სულები ანგელოზების მსგავსია, და თუ იესო ქრისტეს სხვა სიტყვების თანახმად, ანგელოზები ზეცის მკვიდრნი არიან (მთ.18,10), რომლებიც ხარობენ ერთი მონანული ცოდვის გამო (ლკ.15,10), უნდა გვჯეროდეს, რომ წმინდანებსაც აქვღ ეს თვისებები. უფალ იესო ქრისტეს იგავიდან მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ ვუწყით, რომ აბრაამმა, თუმცა ის მოსეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აღესრულა, ზეცაში უწყოდა მის შესახებაც, და იმ კანონების შესახებაც რომელიც მოსემ აუწყა სინას მთაზე (ლკ.16,19-31). წმინდანები სრულიად ახლოს არიან ღმერთთან, ურთიერთობა აქვთ მასთან და უწყიან ჩვენი საჭიროებანი. ისინი ჩვენთან ერთად არიან ეკლესიის წევრები და ქრისტეს სხეულის ასონი, მათ ვუყვარვართ, და ამ სიყვარულის გამო ღმერთს ევედრებიან ჩვენთვის. წმიდა იოანე მოციქული გამოცხადებაში წერს, რომ ანგელოზებს ღმრთის ტახტის წინაშე მიაქვთ ყველა წმინდანთა ლოცვები (გამოცხ.8,3-4). დასაბამიდანვე ეკლესიას მტკიცედ სწამდა, რომ წმინდანები ჩვენთვის შესთხოვენ ღმერთს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის ( 116) შესახებ ჩანაწერებში ნაუწყებია, რომ ეს წმიდანი აღსრულების შემდეგ ქრისტიანებისათვის მლოცველად იქცა. სიცილიელი მოწამეების ( 200) აღსასრულის შესახებ ჩანაწერებში არის სიტყვები, რომ მოწამეები ჩვენთვის წარსდგებიან უფალ იესო ქრისტეს წინაშე საეკლესიო მწერალი ორიგენი (185-254) წიგნებში ლოცვების შესახებ (თავ.11) ამბობს, რომ წმინდანები შეუერთებენ ჩვენს ლოცვებს თავისას და ჩვენთან ერთად ლოცულობენ. წმ. კირილე იერუსალიმელის ლიტურღიაში ნათქვამია: ,,მოვიხსენებთ მათ, რომელთაც უწინარეს ჩვენისა შეისვენეს, უპირველესად პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა, რათა შუამდგომლობითა მათითა კეთილინებოს უფალმა და შეიწიროს ლოცვანი ჩვენნი." ასევე, წმიდა ჟამისწირვაში, მღვდელი წმიდა მსხვერპლშეწირვისთვის პურისა და ღვინის მომზადებისას, წმიდანთა მოსახსენებლად ფეშხუმზე დააბრძანებს რა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილებს, შესთხოვს უფალს, რათა წმიდანთა შუამდგომლობით მოგვხედოს და ამავე ლოხვალ იმეორებს მასშემდეგაც, რაც წმიდა ძღვენი იკურთხება და გარდაისახება. ჩვენ ვევედრებით და ვმადლობთ წმინდანებს ისევე, როგორც ვთხოვთ და ვმადლობთ იმ ადამიანებს, რომლებიჩ ჯერ კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე. სიკვდილი და სამარე სრულიადაც არ არის წინაღობა მორწმუნის სიყვარულისთვის. რწმენა გადალახავს ყოველივეს, სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, ხოლო სასოება სამარის შემდეგაც რჩება. ანგელოზებისა და წმინდანთა თაყვანისცემით ოდნავადაც არ კნინდება ღმერთის დიდება, რამეთუ ანგელოზებისა და წმინდანების თაყვანისცემა ეკუთვნის უფალს, რომელსაც ისინი მსახურობენ.
link
image
image
1
2
3