მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან.


ევას მუდამ იგივე ხასიათი აქვს და მუდამ მომხიბვლელია.

სიმაძღე სიძვის დედაა; მუცლის მოზღუდვა კი სიწმიდის მიზეზი.

გამოზომილად მიიღე პური და წყალი და სიძვის ეშმაკი გაუჩინარდება.
ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება. თ. 7-9

უფრთხილდი ქალებს. შენ არც დავითზე წმინდა ხარ და არც - სოლომონზე ბრძენი.
ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.

ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.

თევზი ცდილობს ბადეს გაექცეს, ხოლო სიძვისმოყვარე სული მუდამ დაყუდებას გაურბის.

მუცლის დამთრგუნველ ვნებას ჩაახშობს, მისი გონება კი სიძვის ზრახვებით არ აღივსება.