image

თემა: ზნეობა

დააკვირდით მზესუმზირას: რა იზიდავს მას მზისკენ იმგვარად, რომ ყოველთვის იმ მიმართულებით იხრება, საითაც მზეა? - მზეშია მცენარის სიცოცხლე. როდესაც მზესუმზირა მზეს არ უცქერს, ეს იმის ნიშანია, რომ მისი ფესვები ჭიებმა გამოხრეს და მცენარე ჭკნება. შეხედეთ აალებულ ცეცხლს. რატომაა, რომ იგი ყოველთვის ზევით მიისწრაფის? ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სტიქია მიწაზე მაღლაა. როცა ალი ზეცისკენ არ მიისწრაფის, ეს ნიშანია იმისა, რომ ცეცხლს კვება აკლია და იგი ქრება. ასევე ქრისტიანისთვის ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომლის შესახებ იესო ქრისტე საუბრობს (ლკ. 12, 49) და რომელიც მასში ყოველთვის ცისკენ უნდა მიისწრაფოდეს და თავისთან ერთად მასაც მიწიერიდან უფლისაკენ მიმართავდეს, არის ჭეშმარიტი ნიშანი სულიერი ცხოვრებისა; სადაც ეს ცეცხლი ჩაქრა, იქ არც ასეთი ცხოვრებაა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები