image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი,  ღვთის წყალობა

წმიდა ანტონის მოწაფე მამა მაკარი ძმასთან ერთად მიდიოდა, დაინახა ბიჭუნა, რომელიც დედას ეუბნებოდა: "ერთ მდიდარს ვუყვარვარ, მე კი არ ვიცი, რატომ, მძულს იგი; მაგრამ ერთ ღატაკს ვძულვარ, მე კი ის მიყვარს". ეს რომ მოისმინა, მაკარი გაოცდა და დაფიქრდა. "რა მოგივიდა?" - ჰკითხა ძმამ. "ჩემს მიერ გაგონილი სიტყვები - უპასუხა ბერმა, - ნიშნავს: უფალი ღმერთი მდიდარია მოწყალებით, და ყოველდღიურად გვივლენს თავისი მამობრივი სიყვარულის მტკიცებულებას, ჩვენ კი, უგუნურთ, არ შეგვიძლია დავაფასოთ მისი ძღვენი; მაგრამ წარწყმედის სულს - ღატაკსა და ბოროტს, ვძულვართ და როგორც ცოფიანი მგელი, ჩასანთქმელად გვეძებს, ჩვენ კი, დაბრმავებულებს, გვიყვარს იგი და არ გვრცხვენია მისი მონობა!"
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები