თემა: ღვთის თაყვანისცემა

1644.როგორ მივაგებთ პატივს ღმერთს?
მივაგებთ:
    1. ლოცვით,
    2. ღმრთისმსახურებაში მონაწილეობით,
    3. წმიდა საიდუმლოთა მიღებით.
1645.ვინ სცოდავს ღმრთისმსახურების წინააღმდეგ?
სცოდავს ის,
    1. ვინც დაუდევრად ეკიდება ლოცვას და ღმრთისმსახურებას,
    2. ვინც გულგრილია წმიდა საიდუმლოთა მიმართ,
    3. ვინც გმობს ღმერთს.
1646.რას ნიშნავს ღმრთის გმობა?
ეს ნიშნავს:
    1. ღმრთის ან საღმრთო წესების და საგნების შესახებ შეურაცხმყოფელად და კადნიერად ლაპარაკს,
    2. წმიდა საგნებისადმი უპატივცემულოდ მოპყრობას,
    3. წმიდა ადგილებში მკრეხელურად მოქცევას.
    განმარტება:
    I. წმიდა წესებად ითვლება, მაგალითად: წესები ღმრთისმსახურების, წმიდა საიდუმლოთა აღსრულების, დაკრძალვის, სხვა და სხვა საგნების კურთხევის. ღმრთისმსახურებად ითვლება, აგრეთვე, პირჯვრის გამოსახვა.
    II. საღმრთო საგნებს მიეკუთვნება, მაგალითად, ნაკურთხი წყალი, ნაკურთხი ხატები, ნაკურთხი საეკლესიო ავეჯი, საღმრთისმსახურო საგნები და შესამოსელი.
    III. საღმრთო ადგილებია ნაკურთხი ტაძრები და სასაფლაოები.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები