
ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: შიში
არ უნდა დავემონოთ შიშს, რომელსაც ყმაწვილებს ეშმაკი მოუვლენს ხოლმე, არამედ მაშინ უფრო მეტი სიფხიზლე გვმართებს. განვაგდოთ სულმოკლეობა და გვახსოვდე, რომ მართალია, ცოდვილები ვართ, მაგრამ უფალი მაინც გვიფარავს და მისი ნების გარეშე თმის ერთი ღერიც არ ჩამოგვარდება. ყურს ნუ დავუგდებთ გმობის გულისსიტყვებს, რომელთა გამოც მაცთურ სულს და მის თანამოაზრეებს საუკუნო ტანჯვას მიუსჯიან ღმრთის სამსჯავროზე