ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: ხორციელი მღვიძარება
წმინდა ეკლესია ევედრებ ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ.
უფლის მაგალითისა და მისი სწავლების მიხედვით, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, აგრეთვე ვიცით რა, რომ ღამის ლოცვა და მღვიძარება კაცს ღმრთის დიდ წყალობას მოუვლენს, ჩვენც მოვუხმოთ უფალს ჩვენს სარეცელზე და ღამითაც ვეძიოთ იგი... დაე გულმა და გონებამ ღამითაც იფხიზლონ და ისმინონ უფლის ხმა, რომელიც ჩვენი გულის კართან დგას და აკაკუნებს - თავისთან სასაუბროდ გვიწვევს