თემა: მოვალეობანი მშობლების მიმართ
გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი; როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, უძილო ღამეებს ატარებდა შენს გამო; რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს გამოსაკვებად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო შენს მშობლებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ შენთვის გასწიეს.