ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: დაყუდება
რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან. მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი ამ უწმინდურისაგან, იციან მათი ხერხები, რადგანაც სულ სხვაა,როდესაც ვინმე ტკივილისა და სნეულების გადატანით იგრძნობს ჯამთელობის მთელ სიხარულს და სულ სხვაა, როდესაც ვინმე ჯამრთელობის სიხარულით შეიცნობს და წამოიდგენს ავადმყოფობის მთელ სატანჯველს.
ახლა, ჩვენი უძლურების გამო, დაყუდების შესახებ თქვენთან საუბარი გვაშინებს, რადგანაც ვიცი, რომ როგორც ძაღლი ცდილობს ტაბლიდან პურის გატაცებას და მის შეჭმას, ასევე დგას ეშმაკი მორჩილი და კეთილი ძმების კრებულში და ცდილობს, რომ დაყუდების მიზეზით წარიტაცოს მათგან სული - მარტოდ მყოფი, შემწის გარეშე დარჩენილი ჩაიგდოს ხელში და შეჭამოს იგი. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი სიტყვა მიზეზად არ ქცეოდა მას, ვინც მიზეზს ეძებს, აქამდე საჭიროდ არ მივიჩნიე მეთქვა რაიმე, ცათა მეუფის მებრძოლ მხედართა დამშვიდებისა და დაყუდების შესახებ. მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვინც კეთოლად იბრძვის, მათთვის სიმშვიდისა და დაყუდების გვირგვინია გამზადებული, ახლა კი თუ გსურს, ცოტაოდენი ვთქვათ დაყუდების შესახებ, რათა არ დავამწუხროთ ვინმე იმის გამოისობით, რომ სხვა საგნებზე საუბრისას ამ თემას გვერდი ავუარეთ.
ხორცის დაყუდება ხორციელი გრძნობებისა და ჩვევების მოწესრიგება და დაწყნარებაა, სულიერი დაყუდება კი - გულის ზრახვების მოწესრიგება და გონების წარუტაცებელი მდგომარეობა.