ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ვერცხლისმოყვარება
სწავლა ნგ. თავი იჱ. ვეცხლის მოყვარებისათვის.
საყვარელნო! შევუდგეთ იესს და აღვიღოთ ჯვარი ჩვენი. რამეთუ იტყვის: "უარ ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე". ესე არს აღება ჟვარისა, რათა მოვაკვდინნეთ ასონი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, დავშრიტოთ გულის-თქმა, მოვაკვდინოთ გულის-წყრომა, მოვკლათ შური, და ესე არს მსხვერპლი ცხოველი, რომელი არა მტვერ იქმნების, არცა კვამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უხმს და შეშა და მახვილი, არამედ აქვს მახვილად და ცეცხლად სული წმიდა.
ესე მახვილი აღიღე, ძმაო, და მოიკვეთე ნამეტნავი იგი გულისა, განაღე დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენი და ბოროტნი გულის-თქმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყვასა ღვთისასა. რამეთუ, ვეცხლის-მოყვარება რა მოიწიოს, არა უტევებს შესვლად სიტყვათა მოწყალებისათა, - და სიძულილი რა მოიწიოს, დაუყოფს შესავალსა სიყვარულისასა, და ყოველი ვნება ესრეთ არს. არამედ ჩვენ აღმოვფხვრნეთ ბოროტნი გულის-თქმანი. რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს. ხოლო ჩვენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩვენ ზედა. ნუ მძლავრებასა ვეცხლის-მოყვარებისასა ჰხედავ, არამედ გულის-ხმა-ჰყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაი. რამეთუ არა თუ ბუნებით არს ვეცხლის-მოყვარებისა გულის-თქმა, რამეთუ ვინათგან ბუნებითნი ყოველნი პირველითგან იქმნნეს. ხოლო ოქროი და ვეცხლი ვიდრე მრავლად ჟამადმდე ყოვლადვე არა ჰსჩნდეს. სადა უკვე აღორძინდა ვეცხლის-მოყვარებისა გუილს-თქმა?გარნა ცუდად მზვაობრობისაგან და დახსნილობისა, რამეთუ გულის-თქმანი რომელნიმე საჭირო არიან, რომელნიმე ბოროტნი, და რომელნიმე არცა ერთისა ამათგანისა. ესე იგი არს, ვითარმედ რაოდენი არიან, რომელ თვინიერ მათსა მოკვდების კაცი. იგინი საჭირო არიან და ბუნებით - ვითარ არიან ჭამის და სმისა და ძილისა გულის-თქმაი. ხოლო ტრფიალება იგი ხორცთა - სიმხურვალისა ბუნებით არს, გარნა არა საჭიროი. რამეთუ მრავალთა სძლეს ხორცთა მხურვალებასა და არა მოკვდეს. ხოლო ვეცხლის-მოყვარებისა გულის-თქმაი - არცა ბუნებითი არს, არცა საჭიროი, არამედ ცუდი. და უკეთუ გვენებოს, არ შევიწყნარებთ ვეცხლის მოყვარებასა. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათვის სთქვა: "რომელთა ძალ-უძსო". ხოლო სახმართ-მოყვარებისათვის სთქვა: "რომელმან არა დაუტეოს მონაგები თვისი და შემომიდგეს მე, არა არს იგი ჩემდა ღირს". რამეთუ სულ (სრულებით) ადვილ არს. ამას გვამცნებს (უფალი). ხოლო, რომელი ვერ ყოველთა ძალ-უძს, მიუშვებს ნებასა ზედა. წ უკვე რად ვჰყოფთ თავთა ჩვენთა უსიტყველ წინაშე ღვთისა? რამეთუ რაი ვსთქვათ, რაჟამს გვრქვას, ვითარმედ: "მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით ჭამადი"? ნუ უკვე ქვრივისა მის უგლახაკეს ვართა, რათამცა სიგლახაკე ვიმიზეზოთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა და ესეცა მისისა კაცთ-მოყვარებისაგან არს.
ამისთვის უკვე გევედრები, საყვარელნო! ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩვენისა ქმნად კეთილისა და მოწყალებისა, რათა ჩვენცა შევიწყალნეთ და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი