ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: აბორტი
ყველგან გაისმის სიტყვა „მშვიდობა“, მაგრამ ეს სიცრუეა, ეს ამაზრზენი თვალთმაქცობაა. ეს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მხეცური გრიმასაა. ჩვენს ირგვლივ განუწყვეტელი და დაუნდობელი ომი მძვინვარებს, სადაც არ არის ზავი და დასასრული, სადაც არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები... არიან მხოლოდ ჯალათები და მათი მსხვერპლნი. ამ ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ცივილიზაციით, კულტურითა და პროგრესით ამაყობენ. ეს ომი არაადამიანური, მეთოდური ხოცვა-ჟლეტვაა, გენოციდია, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ უნახავს. ეს არის მშობელთა ომი მათივე შვილების წინააღმდეგ. ეს არის ომი, სადაც სისხლის ნიაღვრებია, სადაც მკვლელობას - წამება ერწყმის. ამ სასაკლაოზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მსხვერპლი იწირება. თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული თვალთმაქცობით ჩადენილ ამ საქციელს რატომღაც თავისი ნამდვილი სახელი კი არ ჰქვია, როგორიცაა უდანაშაულოთა დაუცველთა მკვლელობა საკონცენტრაციო ბანაკებში ჯალათთა სადიზმი; დაკანონებული უფლება მკვლელობასა და დანაშაულზე, არამედ შეფარული და შენიღბულია ბუნდოვანი და უსინდისოდ თვალთმაქცური ტერნიმით - აბორტი, ანუ „გარეთ გამოყრა, სანაგვეზე გადასაყრელ, სახლისთვის უვარგის ხარახურას ეხება და არა ცოცხალ არსებას - ბავშვს.
ჩვენს ქვეყანაში(ყოფილ საბჭოთა კავშირში) წელიწადში 7-9 აბორტი კეთდება და ეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული რაოდენობის მაჩვენებელია. ფარულად გაკეთებულ აბორტთა რიცხვი აღრიცხვას საერთოდ არ ექვემდებარება. მეორე მსოფლიო ომმა უამრავი ხალხი იმსხვერპლა, მაგრამ იგივე დროში მშობლების მიერ დახოცილ ბავშვთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ბრძოლის ველზე მოწყვეტილ ჯარისკაცთა რიცხვს. თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრებაში არსებული ეს ბნელი მხარე საუკეთესოდ ცხადყოფს, რომ ცივილიზაცია დაუნდობლობის ესკალაციად იქცა. ყველგან გაისმის მშვიდობისკენ მოწოდება, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არა მარტო გრძელდება, არამედ უფრო მეტად მძვინვარდება ეს სისხლიანი ომი, რომელმაც მსხვერპლის რაოდენობით ჰუნებისა და მონღოლების შემოსევას, ბოროტმოქმედებით თემურ-ლენგსა და შაჰ-აბასს, ხოლო სისასტიკით საკონცენტრაციო ბანაკებსა და ჯურღმულებში მყოფ ტირანებსა და ჯალათებს გადააჭარბა. ამ უხილავი ომის მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ყველა ომის, მკვლელობისა და ჯალათობის ერთად აღებული. ამ დანაშაულით არა მხოლოდ ღვთაებრივი, არამედ ყველა ადამიანური უფლება ილახება.
ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. ექსპერიმენტულად უკვე დამტკიცებულია, რომ ნაყოფს რთული და მიზანმიმართული რეაქციები გააჩნია გარემო პირობებზე. ეს არსება ტკივილს განიცდის, სიცოცხლის სურვილი აქვს და რაც ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარია ადამიანის უკვდავი სული გააჩნია, რომლის არასრულყოფილება მხოლოდ ის არის, რომ სხეული - ეს სულის ინსტრუმენტი - არ არის ფორმირებული. კაცისკვლას დანაშაულად მხოლოდ იმიტომ თუ არ ჩავთვლით, რომ ადამიანს ზრდადაუსრულებელი ფიზიკური სხეული აქვს, მაშინ მხცოვანთა და ავადმყოფთა მოკვლა უფრო უპირატესი უფლებით შეგვიძლია.
ამრიგად, აბორტების დაკანონება ყველა იმ ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსებს არღვევს, რომლის საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ადამიანის ნაყოფს, როგორც პიროვნებას დაცვა ესაჭიროება, რომ ადამიანის ნაყოფი - როგორც პიროვნება განადგურებას არ ექვემდებარება. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არსებობს. აბორტების დაშვება ან დაუსჯელობა მშობლებს ისეთ ტირანულ უფლებებს ანიჭებს, რომელიც ადამიანს ჯერ არ ჰქონია, ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილით მოკლას ან ცოცხალი დატოვოს თავისი ქვეშევრდომი. აბორტების დაუსჯელობა და იმ ზნეობრივი კანონების უქონლობა, რომლითაც ნაყოფი და მისი ხელშეუვალი უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება, ყველა დეკლარაციას ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ, თვალთმაქცობად და უაზრობად აქცევს.
მშობლები არა მხოლოდ ტირანები, არამედ საკუთარი შვილების ჯალათები ხდებიან.
უდანაშაულოს მოკვლა მკვლელობის ყველაზე საძაგელი და ამაზრზენი სანახაობაა. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უდანაშაულო ჩვილის მოკვლა, გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში ნებისმიერი სხვა მკვლელობის ჩამდენნიც არიან.
ძველ მსაჯულთა აფორიზმი იუწყებოდა: "სჯობს გაამართლო ათი დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო". აქ კი უდანაშაულო სიკვდილით ისჯება, თანაც როგორ! ის ცოცხლად იგლიჯება ნაკუწებად. ამგვარი მკვლელობის ჩადენა მხოლოდ კარგად გაქნილ სადისტს თუ შეეძლო, როგორიც იყო, მაგალითად ნერონი ან კალიგულა.
უწინ ჯალათებს ხელსაც არ ართმევდნენ, თორემ სუფრასთან ვინ დაისვამდა? სამაგიეროდ, ჩვენი დროის ჯალათებს - შვილთა მკვლელ მშობლებს და ექიმებს - პროფესიონალ მკვლელებს საზოგადოება არც კი კიცხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება მკვლელობის თანამონაწილეა. ცნობილი ავაზაკების - „მფატრავი ჯეკისა“ და მისთანების სინდისზე ათობით ადამიანის მსხვერპლია, ხოლო თეთრხალათიანი განგსტერების კისერზე - ასობით და ათასობით უდანაშაულოთა სისხლია. ისინი მათი ხელით მოკლულ ბავშვებთან ერთად დიდ ორმოში რომ ჩაეყარათ, ჩვილების სისხლში ჩაიხრჩობოდნენ. ექიმის ვალია მტერსაც კი გაუწიოს დახმარება, ახლა კი იგი დაქირავებული მკვლელი გამხდარა. ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ, რომ აბორტის გამკეთებელი ექიმები ერის მტრებად და მთელი კაცობრიობის წინაშე ბოროტმოქმედებად გამოცხადდნენ. ჩვილების მოკვლა დანაშაულია ღვთაებრივი და ადამიანური სამართლის წინაშე, ოჯახისა და ცოლქმრობის იდეის წინაშე, თვით ადამიანური ბუნების წინაშე, საკუთარი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე.
ჩვილების მოკვლა - ეგოიზმის, სისასტიკის, მხდალობისა და თვალთმაქცობის შენადედია.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით ოჯახი პატარა ეკლესიაა, აბორტი მას ავაზაკთა ხროვად აქცევს. ოჯახი ურთიერთდახმარება და უფლებათა ერთობაა ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებაში; აქ ადამაინები დანაშაულზე, ზნეობრივ სიკვდილზე უბიძგებენ ერთმანეთს, მეგობრობისა და მეუღლეობის ნაცვლად ერთიმეორეს სასტიკ მტრობას უწევენ. ოჯახი - ეს არის ურთიერთ-სიყვარული. განა შეიძლება საკუთარი შვილის მკვლელი გიყვარდეს, თუნდაც ბრალი ორივე მშობელს მიუძღოდეს? დანაშაული და ადამიანის სისხლი არასოდეს აერთიანებს, ის მხოლოდ აცალკევებს, ამიტომ განქორწინების რაოდენობა აბორტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ჩვილის მკვლელობა აყალბებს ცოლ-ქმარს შორის არსებულ რთულ, მრავალწახნაგოვან ურთიერთობას და ცარიელ სექსამდე დაჰყავს იგი, რომელსაც არც ბედნიერების მოტანა შეუძლია და არც სულიერი სითბოს მოცემა. ამ კულტამდე აყვანილ სიამოვნებაში არის რაღაც სასტიკი და ამაზრზენი.
დამტკიცებულია, რომ რომ შვილებზე მემკვიდრეობით გადადის მშობლების არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვისებებიც. დედ-მამის ემოციური ცხოვრება გენეტიკურ კოდში აისახება და მათ შვილებს მიდრეკილებათა სახით გადაეცემა. მშობლებმა, რომლებმაც საკუთარი შვილის მკვლელობა გადაწყვიტეს, მკვლელობისადმი მიდრეკილება უკვე შეიტანეს გენეტიკურ ფონდში. ეს მიდრეკილება იმ მომავალი ბავშვის ფსიქიკას დაამძიმებს, რომლებიც მათი ძმებისა და დებისგან განსხვავებით არ იქნებიან მოკლულნი. ზოგჯერ სულიერი თვისებები პირდაპირ კი არ გადადის, არამედ შემდეგ თაობაში ვლინდება. ამიტომ მშობლების მიერ ჩადენილი მკვლელობა დანაშაულია არა მხოლოდ მოკლული ბავშვის მიმართ, არამედ ყველა იმ შვილის წინაშეც, რომლებსაც მომავალში ისინი მაინც დაბადებენ. ასეთი მშობლები თვითონ გადასცემენ საკუთარ შვილებს სისასტიკის პოტენციალსა და მკვლელობისადმი ქვეცნობიერ მიდრეკილებას. ხშირად ისინი თავად ხდებიან ამ სისასტიკის მსხვერპლნი და შემდეგ უკვირთ, რატომ ემართებათ ამგვარი „უსამართლობა“. ჩვილის მკვლელობა მარტო ზნეობრივი დაცემა და ადამიანის დეგრადაცია როდია, ქრისტიანისთვის ის უკვე საშინელ სულიერ უფსკრულად იქცევა. ბიბლიაში ნათქვამია: "არა კაც-ჰკლა". ეს მცნება ადამიანის ღმერთთან კავშირის უცილობელი პირობაა. ამ მცნების დარღვევით ადამიანი თვითონ განეშორება უფალს და უღმერთოდ რჩება.
ჩვილის მკვლელობა მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს, სხეულთან ერთად მისი სულიც საუკუნო სიკვდილს ეზიარება, რადგან ნათლისღების გარეშე ის პირვანდელი ცოდვით აღბეჭდილი რჩება. ის თითქოსდა ბრმა იბადება მარადისობაში.
კართაგენში იდგა კერპი, სახელად - მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მის შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე ჩვილებს დებდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით მოჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისთვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვთა შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და სიამტკბილობის, ჰედონიზმის ამ დემონს ახლაც წირავენ ბავშვებს მსხვერპლად. ზოგიერთი თავს იმართლებს: „აბორტებს გაჭირვების გამო ვიკეთებდიო“, მაგრამ პარადოქსი ის არის, მაგრამ ღარიბი ოჯახები გაცილებით მრავალშვილიანები არიან, ვიდრე მდიდრები.
ქანანელ ტომთა განადგურებას დავით მეფსალმუნე ღვთის რისხვად მიიჩნევს. ისინი ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გამო დაისაჯნენ. შუასაუკუნეების ჯადოქრულ და მაგიურ რიტუალებში კულმინაციური პუნქტი ჩვილის მკვლელობა იყო, ამიტომ მისტიკური თვალსაზრისით აბორტები შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც ხალხისგან გაუცნობიერებელი კერპთაყვანისმცემლობა, როგორც საყოველთაო ჰეკატომბა(მასობრივი მკვლელობები მიძღვნილი ჯადოქრობისა და სიკვდილის ქალღმერთის - ჰეკატისადმი, რომელსაც გველებშემოხვეულს გამოსახავენ). ეს განუწყვეტელი მოხმობაა დემონისა და ისიც ასეთ ადამიანებს განუყრელად თან ახლავს.
ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს საფრანგეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი ჰერცოგი დე რე იყო. ამ ადამიანის ცხოვრება საშინელ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ კაცობრიობის საუბედუროდ და სამარცხვინოდ ეს არ არის ზღაპარი, არც კოშმარული ლეგენდაა, არამედ სასამართლო პროტოკოლებსა და ისტორიულ ქრონიკებში დაფიქსირებული ნამდვილი ამბავია.
მამა მას ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. დედამ ბაბუას მიაბარა. მან ბრწყინვალე საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყოველგვარი ზნეობრივი საფუძვლების გარეშე. უკვე 25 წლის ასაკში ის საფრანგეთის მარშალი იყო და ბრწყინავდა არა მხოლოდ სამხედრო გმირობებით, არამედ თავისი დახვეწილი აღზრდით, მომაჯადოებელი მანერებით, ხელოვნებისა და ფილოსოფიის ცოდნით. მას მემკვიდრეობით უზარმაზარი მამულები დარჩა. მისი კარმიდამო ფუფუნებით მეფის კარს არ ჩამოუვარდებოდა. საფრანგეთის ყველა კუთხიდან სტუმართა მწკრივები მიემართებოდნენ მისი სასახლისკენ. მის კოშკებში თავშესაფარსა და უხვ წყალობას პოულობდნენ: მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები და ტრუბადურები, მაგრამ ამგვარი ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მისმა სკივრებმა და საუნჯეებმა დაცარიელება დაიწყეს.
ამ დროს ჰერცოგმა გაიცნო ერთი ჯადოქარი-ალქიმიკოსი, რომელიც დაპირდა მას, რომ იმაზე მდიდარს გახდიდა, ვიდრე უწინ იყო, გაანდობდა რა ადამიანის სისხლისგან ოქროს დამზადების საიდუმლოს. ალქიმიკოს-ოკულტისტმა დე რეს პირობა წაუყენა - სული ეშმაკისთვის უნდა მიეყიდა, რის გარეშეც წარმატებას ვერ აღუთქვამდა. დე რემ შეასრულა ალქიმიკოსის პირობა. მოპარული იქნა 10 წლის ბიჭი, რომელსაც მარჯვენა ხელი მოაჭრეს, შემდეგ დათხარეს თვალები და შემდეგ მკერდიდან ცოცხლად ამოაგლიჯეს ჯერ კიდევ მფეთქავი გული. ამ გულიდან გამონაწური სისხლით დაწერა მან ხელწერილი, რომლითაც ადასტურებდა, რომ სული დემონს მიჰყიდა. ამის შემდეგ ჰერცოგმა და ჯადოქარმა სატანას სადიდებელი ჰიმნი უმღერეს. დე რემ ცოლი და ქალიშვილი სასახლიდან გააძევა, მოიძულა ისინი და შორეულ კოშკში გადაასახლა. შემდეგ ჯადოქართან ერთად მაგიურ ცდებს შეუდგა. ახლობელ სოფლებში პატარა ბავშვების გაქრობის ამბავი გახმაურდა. ბავშვები უკვალოდ იკარგებოდნენ.
დედების უტყუარი ინსტინქტი ჰერცოგის კოშკზე მიუთითებდა, რომელიც რომელიც ბნელი აკლდამასავით ამაღლებულიყო ვაკე ადგილზე. ჰერცოგი თავს დაუსჯელად თვლიდა, თუ იმ ზოგიერთ შემთხვევას არ ჩავთვლით, როცა მას დროდადრო სინდისის ქენჯნა ტანჯავდა. ასეთ დროს მას უნდოდა დარჩენილი ფულით ტაძარი აეგო, ან ბერად შემდგარიყო, ან ღატაკი მწირივით წმინდა ადგილების მოსალოცად ევლო. მაგრამ სულის ეს აღტყინება ძალიან სწრაფად უკვალოდ ქრებოდა და იგი კვლავ აგრძელებდა ბავშვების ხოცვას, რომელსაც არნახული სისასტიკით და სადიზმით სჩადიოდა.
ბოლოსდაბოლოს ხმა ადგილობრივ ეპისკოპოსამდე მივიდა. მან ჰერცოგი სასამართლოზე იხმო. ის არ გამოცხადდა. მაშინ ეპისკოპოსმა მეფეს მიმართა თხოვნით და სამეფო ჯარმა სასახლე შტურმით აიღო. საიდუმლო ოთახებსა და მიწისქვეშეთებში უამრავი ჩონჩხი და ბავშვის დასახიჩრებული გვამი იპოვეს, აგრეთვე მათი სისხლით გავსებული სინჯარები და კოლბები.
სასამართლოზე ჰერცოგმა ყველაფერი აღიარა. 700-800 ბავშვი იყო მხეცურად მოკლული მის მიერ. სასამართლომ მას ცეცხლზე დაწვა მიუსაჯა. სიკვდილის წინ მსჯავრდებული ბავშვების მშობლებისგან პატიებას ითხოვდა და ღმერთს შენდობასა და შეწყალებას ევედრებოდა. მასთან ერთად დაწვეს ჯადოქარიც, რომელიც დასცინოდა ჰერცოგის ცრემლებს, როგორც სისუსტეს და ღვთის გმობაში აღმოხდა სული. როცა ამ ავაზაკის ცხოვრებას კითხულობ, გინდა იფიქრო, რომ ეს მხოლოდ საშინელი ლეგენდაა, კოშმარული სიზმარია, მაგრამ ეს ცხადია, ნამდვილი ამბავია. თუმცაღა საშინელი უფრო ის არის, რომ დე რეს ბოროტმოქმედება დღემდე გრძელდება. და ამას აგრძელებენ ისინი, ვინც მომავალში დედები უნდა გახდნენ. სატანისტი ყაჩაღები კი არ იპარავენ მათ ბავშვებს, არამედ ისინი საკუთარ შვილებს თვითონ წარსტაცებენ ღმერთს. კლავენ ისეთივე სისასტიკით, როგორითაც ამას სატანისთვის სულმიყიდული ჰერცოგი აკეთებდა. კლავენ მიწიერი, მატერიალური გაანგარიშებით, ამიტომ ხატოვნად რომ ვთქვათ, საკუთარი შვილების სისხლის ოქროდ გადაქცევა სურთ. თუ სიკვდილის წინ ზოგიერთი დე რეს მსგავსად ინანიებს ჩადენილ ცოდვას, უმეტესობა, როგორც ჰერცოგის მასწავლებელი, სინანულის გარეშე, გაქვავებული გულით ცხოვრობს და კვდება.
ისინი ღვთისგან განდგომილები კვდებიან, რადგან სინანულის ცრემლით განუბანელი ბავშვების სისხლი ცეცხლოვან მდინარედ გადაიქცევა, რომელიც მარადისობაში განაცალკევებს მკვლელებს - ღვთისგან.
არც ერთი ცხოველი, არც ერთი ქვეწარმავალი, თვით გველი და ღრიანკალიც კი, თავის ნაშიერს ძალით არ კლავს. ცივილიზაციის, განათლების და ჰუმანიზმის ეპოქის ადამიანმა სისასტიკით ედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებას გადააჭარბა, ის გველებსა და ღრიანკლებზე დაუნდობელი გახდა. სანამ ბავშვების მკვლელობა ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებად არ გამოცხადდება და კანონის მიერ დაუსჯელი დარჩება, ყველა მოწოდება მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მხოლოდ კანიბალის სახეზე აფარებული ნიღაბი იქნება.
აგიოგრაფიულ ლიტერატურაში აღწერილია იაკობ განდეგილის ცხოვრება, რომელშიც ყველაზე დიდი ზნეობრივი დაცემის მაგალითია ნაჩვენები. ღვინით დამთვრალმა სამი ცოდვა ჩაიდინა: მრუშობა, მკვლელობა და შემდეგ დაკრძალვის ქრისტიანული წესის გარეშე გადამალა თავისი მსხვერპლის გვამი. მაგრამ ამავე ცხოვრებაში აღწერილია დაცემული ასკეტი - იაკობის ის არაჩვეულებრივი ღვაწლი, რომელიც ღვთისგან განგდებულმა მრუშმა და მკვლელმა იტვირთა. ათი წელი ილოცა მან მიწისქვეშეთში, ერთ პატარა სენაკში, რომელიც მისი სულიერი მოძღვრის სახლის ქვეშ იყო გამოთხრილი. ამ ხნის მანძილზე მას მზის შუქი არ უნახავს, მისი საზრდო მხოლოდ პური და წყალი იყო. ეს სენაკი იმდენად მცირე იყო, რომ ვერც ფეხზე დგებოდა გამართული, ვერც წვებოდა, არამედ მარტო მოკუნტულად ჯდომა შეეძლო. ათი წლის შემდეგ ღმერთმა შენდობის ნიშნად სასწაული მოუვლინა. ხოლო მეუღლეები, რომლებიც მოსაკლავად იმეტებენ თავიანთ პირმშოს, იაკობის ცოდვას იმეორებენ და სინანულზე სრულებითაც არ ფიქრობენ.
ბავშვის განზრახული მკვლელობა - ის, რასაც ჩვენს მლიქვნელ საზოგადოებაში თავისი სიცრუის გამო აღმაშფოთებელი მეცნიერული ტერმინი - ოჯახის დაგეგმარება ან რეგულირება ჰქვია, თავისთავად მრუშობას შეიცავს, რადგან ცარიელი სექსი როგორც ოჯახის, ისე პიროვნების დამანგრეველია. ეს მხეცური და ცინიკური მკვლელობაა, რომლითაც სულიერ არსებას არამხოლოდ მიწას მიბარება არ ეღირსება, არამედ ყოველგვარი საშუალება ეკარგება გახდეს ქრისტიანი და ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს. პირველი ქალის სახელი - ევა - „სიცოცხლეს“ ნიშნავს, ხოლო შვილთამკვლელი ქალბატონების სახელი „სიკვდილია“. ეს დედები საკუთარი სხეულის დემონები ხდებიან: ღვთისგან შექმნილი ლაბორატორია, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე ჩაისახება და ვითარდება, სასაკლაოდ გადააქციეს, სადაც ჯალათი მათ ბავშვს - ბიჭსა თუ გოგოს ოთხად ჭრის. ამ გვამებს შემდგომ რომელსამე საკანალიზაციო მილს ატანენ. და სწორედ ეს ვამპირი ქალები მეტად შეურაცხყოფილნი დარჩებიან, ვინმეს მათ პატიოსნებაში ეჭვი რომ შეეპაროს.
იაკობმა თავისი ცოდვა არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა. მრისხანებით ან ეჭვიანობით გაბრუებულმა მკვლელმა, რომელიც თავს ვეღარ ფლობს, შეიძლება გაშმაგებისგან ჭკუაგადასულმა გამოასალმოს სიცოცხლეს თავისი მსხვერპლი.
აქ ბევრად უარესი და საშინელი რამ ხდება. მშობლები მშვიდად, ლამის საანგარიშოთი ხელში, მსჯელობენ, იცოცხლოს თუ არ იცოცხლოს მათმა შვილმა. განა ისინი შორს არიან იმ ნაცისტებისგან, რომლებიც ბჭობდნენ, თუ რამდენი კილოგრამი საპონი მოიხარშებოდა გვამისგან, ან რამდენი ტომარა თმა გაიკრიჭებოდა გაზის კამერებში გაგუდული ან დახვრეტილი მსხვერპლისგან?
ცივი გაანგარიშებით ჩადენილი მკვლელობა, გამორჩენის მიზნით კაცისკვლა - მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი სახეობაა, ადამიანის უკიდურესი დაცემაა. ომი - უდიდესი უბედურებაა; მასში თითქოსდა ხორცშესხმულია ცოდვის ის სატანური ენერგია, რომელსაც კაცობრიობა აგროვებს. ომში მრავალ სისასტიკეს ჩადიან, ბრძოლის ველზე მტერს კლავენ, მაგრამ თვითონაც იღუპებიან, აქ კი მკვლელი დაუცველ ჩვილს კლავს და საპასუხო ქმედებისგან დაზღვეულია. ბრძოლის ველზე მეომარი მტერს ებრძვის, ხოლო საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები ყაჩაღებსა და ავაზაკებზე გაცილებით უარესად იქცევიან. ყოველ შემთხვევაში ყაჩაღიცა და ავაზაკიც რისკავს თუნდაც კანონის წინაშე, აქ კი კანონი დუმს. აქ მკვლელი წინდაწინ გამართლებულია ჩვენი ქვეყნის კანონების მიერ. იმ ქვეყნის კანონების მიერ, რომელიც თუმცა სიცოცხლეზე უფლების დეკლარირებას ახდენს, მაგრამ სრულებითაც არ იცავს ამ უფლებას. მკვლელი გამართლებულია საკუთარი წამხდარი სინდისითა თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების აზრით და ფაქტიურად, ჩვენი საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს მკვლელებს, რადგან ამ დანაშაულის მიმართ არანაირ პროტესტს არ გამოხატავს.
მრავალი ლაპარაკობს საკუთარ პატრიოტიზმზე, მის სამშობლოსადმი სიყვარულზე, მაგრამ სამშობლო - უპირველეს ყოვლისა თავად ხალხია. სამშობლო მხოლოდ წარსული როდია, ეს არის აწმყოც და მომავალიც.
მშობლები შვილთა მოკვდინებით თავისი სამშობლოს მომავალს კლავენ. ეს ხომ გენოციდია, თანაც საკუთარი ერის წინააღმდეგ.