ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმართლე
სწავლა პ. თავი კზ. სიმართლისათვის.
საყვარელნო! ქადაგება წმიდისა სახარებისა არა მაშინდელთა კაცთა მიმართ ოდენ თქმულ არს, არამედ ჩვენდა მომართცა - რათა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათვის ვისწრაფდეთ: გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ წერილ არს: "არა შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა". ხოლო რაი არს სიტყვა ესე? ესე იგი არს, ვითარმედ ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძოსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლოი? აწ უკვე, უკეთუ გლახაკისა წყალობისათვის სიმართლისა გარდაქცევა არა ჯერ არს, არა უფროსად მდიდართათვის არა ჯერ არსა? ხოლო ამას ვიტყვი, არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რათა არა ოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოველივე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყვარს სამართალი. ხოლო რომელსა უყვარს სიცრუვე, მას ჰსძულს სული თვისი. აწ უკვე, ძმანო, ნუმცა მოვიძულებთ სულთა ჩვენთა, ნუმცა შევიყვარებთ სიცრუესა. რამეთუ არა რაი არს სარგებელი სიცრუისა, რამეთუ დაღაცათუ იყოს ხორცთა რაიმე სარგებელი, მცირე არს და არა რაი და უკანასკნელ ბოროტად წარვსწყმდეთ და უფროსად აქაცა არა რაი ვირგოთ სიცრუისაგან. რამეთუ, რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშვებდეთ, არა სასჯელ არსა და სატანჯველ საქმე ესე? შევიყვაროთ უკვე, საყვარელნო, სიმართლე და ნუმცა სადა შეურაცხვჰყოფთ ამას ჰსჯულსა, რამეთუ რაი შევიძინოთ ამის ცხოვრებისაგან, უკეთუ სათნოება არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოისა მის? ანუ თუ მუნ რაი გვერგოს მეგობართაგან და ნათესავთა და მომადლება ვისიმე სიცრუსა ზედა? და რად ამას ვიტყვი, არამედ გინა თუ ნოე, ანუ იაკობ, ანუ დანიელ იყვნენ მამად ჩვენდა, არა რაივე გვერგების, უკეთუ საქმენი ჩვენნი ბოროტ იყვნენ.გარნა ერთი ოდენ საქმე სახმარ არს ჩვენდა: სათნოება სულისა სიმართლით ქმნილი.ესე შემძლებელ არს ხსნად ჩვენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან. ესევე მიმიყვანებს ჩვენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი