image

თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის


სწავლა ოთ. ღვთისა სათნოყოფისათვის.

ვისწრაფოთ, საყვარელნო, ღვთისა სათნო ყოფაი, რათა ესრეთ შევუძლოთ წმიდა ყოფა ცხოვრებისა ჩვენისა, რამეთუ სულიერნი საქმენი მსგავს არიან მარგარიტისა და, სადაითაც მოაქციო, შვენიერ და საყვარელ არს. რამეთუ, უკეთუ ვინ ქმნას მოწყალებაი ანუ სიწმიდე, ანუ სიმართლე, ანუ ლოცვაი და სხვა სათნოებაი, არა თუ ოდენ საუკუნოსა სასოებითა იხარებს, არამედ აქაცა მხიარულ არს. და უკეთუ ვინ სძლოს გულის-თქმასა ბოროტსა, ანუ გულის-წყრომასა, ანუ რისხვასა, ანუ შურსა, პირველ სასუფეველისა აქავე ნაყოფი აქვს. რამეთუ, რომელი იქების და იდიდების ყოველთა მიერ, და უფროსად თვისისა სვინდისისაგან, რომელ არს გონება შინაგანი, და ყოველი სათნოება ეგრეთ არს, ხოლო ბოროტნი საქმენი - პირველ ჯოჯოხეთისა - აქავე საძაგელ და საჭირველ არიან, და დასასჯელ გონებისა მიერ. რამეთუ, რომელი ცოდვასა შინა იყოს, უკეთუ საუკუნო იგი მოიგონოს, ძრწის და საწყალობელ არნ. უკეთუ საწუთოსა მიხედნეს, მრავალ არიან მტერნი მისნი, და სიმწარით ჰსცხოვრებს. და ესრეთ გონება ჩვენი გვამხილებენ, კაცნი გვაყვედრებენ, ღმერთი განრისხებულ არს ჩვენ ზედა, გეენია მიგველინ. რამეთუ ბოროტი და მძიმე ტვირთი არს ცოდვაი, და უმძიმეს ბრპენისა (ტყვია), და რომელსა იგი აქვნდეს, მარადის ქვე დადრეკილ არნ. არამედ ჩვენ უკეთუ გვიცოდავს, დავსთხივნეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძარცვნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე, მივაგოთ ოთხ წილად, რომელთაგან მოვიანგარეთ. უკეთუ პირველად არა დავაყენნეთ ხელნი ჩვენნი ანგაჰარებისაგან, ყოველივე ამაო არს: რამეთუ დაღაცათუ მივსცეთ მოწყალებაი, ანუ სხვა რაიმე კეთილი ვჰქმნეთ და კვალად ანგაჰარებასა შინა ვიყვნეთ?! კვალად შევიგინებით მის მიერ, და უძვირეს პირველისა ვიქმნებით. დავსცხრეთ უკვე, ძმანო, ანგაჰარებისაგან და ტაცებისა, და ესრეთ ვჰქმნეთ მოწყალებაი, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. და უკეთუ ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზეით ემჭიროს (ეწეოდეს), და მეორე ქვეით ზიდვიდეს, არა რაი სხვა იქმნების გარნა განკვეთა კაცისა მის. ხოლო რათა არა ჩვენზედაცა ესევითარი მოიწიოს, და სიმძიმისაგან ანგაჰარებისა, დაგვიტეოს მოწყალებამან, ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორება ბოროტთაგან, და რათა კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქმნეთ, და ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ, და, სათნომყოფელნი მისნი, მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები