ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის
სწავლა ოჱ. ღვთისა სათნოყოფისათვისვე.
საყვარელნო! სათნოვეყოფოდეთ ღმერთსა, და გვირგვინოსან ვჰყოთ სული ჩვენი შიშითა ღვთისათა და მოწყალებითა, სიწმიდითა,და სიმართლითა, რამეთუ ესე ვითარნი სათნოებანი შვენიერ ჰყოფენ და შეამკობენ სულსა და სათნო არს წინაშე ღვთისა. ხოლო ნუმცა შევამკობთ, ძმანო, ხორცთა ჩვენთაოქროითა და სამკაულით წარმავალითა, რამეთუ ამას სამკაულსა სიგრძე ჟამისა განხრწნის და სხვანი მრავალნი მიზეზნი წარწყმედენ. ხოლო სულისა იგი სამკაული შორს არს ამის ყოვლისაგან, და ხორცთა სამკაული სხვათა შურსა და ხდომასა შთაუთესავს, ხოლო სულისა სამკაული ამის ყოვლისაგან წმიდა არს, რაჟამს ოქროი არა გვამთა ზედა ჩვენთა და თითთა მდებარე იყოს, არამედ გლახაკთადა მიცემულ. რამეთუ რაი არს სარგებელი ოქრო-ქსოვილითა სამოსლითა შემოსისა, ვინათგან ყოველი ხორცი თივაი არს, და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი ველისა?! ამას ყოველსა ვიტყვი, რათამცა გასწავე სათნო-ყოფა ღვთისა და შემოსად ბრწყინვალე იგი სამკაული სულისა, რომელი გვასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: "არა ოქროი ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღვთის მსახურებისანი", რომელნი იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გვირგვინითა ბრწყინვალითა შემოსილ ჰყოფენ. ხოლო, უკეთუ კულა კაცთა მიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეთცა ღვთის სათნო ყოფა მოიგე, და კაცთაცა შორის ბრძენთა დიდებულ იყო და პატიოსან, ხოლო ხორციელისა სამკაულისათვის არავინ გაქებს. დაღაცათუ გაქონ უგუნურთა და სოფლის მოყვარეთა, და უფროსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გებრძვიან და გეშურებიან. ხოლო ღვთის სათნო ყოფისათვის კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ, და ფრიადი მიიღო ქებაი და ღვთისაგან სასყიდელი, და ანგელოსთა შორის დიდებაი დღესა მას სასჯელისასა, ოდეს მუნ იყვნენ ყოველნი დაბადებულნი, და წინაშე ანგელოსთა და კაცთა ცხად იყოს ცხად იყოს ქება და დიდება შენი. ესრეთ სათნო ყოფა ღვთისა მოვიგოთ, ძმანო, და ესე ვითარი ბრწყინვალე სამკაული სულისა შევიმოსოთ, რათა აქაცა კეთილად ვიყოფოდეთ და მუნ საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი