image

თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის


სწავლა ოზ. თავი კვ. ღვთისა სათნოყოფისათვის.

საყვარელნო! ამისთვის დაგვბადნა ჩვენ ღმერთმან და მოგვიყვანნა სოფელსა ამას, და შთაგვბერნა სული, რათა მარადის ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ, და საუკუნოსა მისთვის ცხოვებისა სურვიელ ვიყვნეთ, და არა თუ საწუთოსა ამისთვის ვიყოფოდეთ. რამეთუ ამის საწუთოსათვის პირუტყვნი ოდენ არიან, ხოლო ჩვენ ამისთვის გვაქვს სული უკვდავი, რათა საუკუნოსა მისთვის ვზრუნვიდეთ და მუნ გამოვბრწყინდეთ, და ანგელოსთა თანა ვიყოფოდეთ, და წინაშე მეუფისა ყოველთასა ვჰსდგეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა. ამისთვის მოგვეცა სული უკვდავი და ხორცნი მოგვეცნეს უკვდავნი. ხოლო უკეთუ ჩვენ ზეცისა შეურაცხვჰყოთ და ქვეყანისასა ვზრუნვიდეთ, და ღვთისა სათნო ყოფასა არა ვისწრაფდეთ, იხილეთ ვითარ შეურაცხ-ვჰყოფთ მომცემელსა მას? რამეთუ, რაჟამს ღმერთი ზეცისასა მოგვიპყრობდეს, ხოლო ჩვენ არა რად შეგვერაცხოს იგი, არა მისი შეურაცხება არსა? ამისთვის გეენიაცა განმზადა შეურაცხის-მყოფელთა მისთათვის, რათა ვსცნათ, თუ, ვითართა კეთილთაგან გამოვახვებთ თავთა ჩვენთა? არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა ხილვად გემოი მწარეთა მათ სატანჯველთა. ამისთვის გევედრები, ძმანო, მარადის სათნოო ვეყოფოდეთ ღმერთსა და პირველითგანვე ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი, და საუკუნენი კეთილნი დავიმკვიდრნეთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები