image

თემა: სიყვარული გლახაკთა მიმართ


სწავლა ოვ. გლახაკთ-მოყვარებისათვისვე.

ჰოი, საყვარელნო, მითხარღა ერთსა დღესა, დღესა უმჯობეს არსა გვირგვინოსნობაი, ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? ამისთვის გეტყვი, ძმაო, მოიძულე საფასე და შეიყვარე გლახაკი. მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა და მროკველსა (მოცეკვავე), რათა არა საფასესა თანა შენსა სულიცა შენი წარსწყმიდო და მათიცა. რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მათისა მიზეზი, რომელი ეგე ბოროტთა მათთვის პატივ-ჰსცემ. რამეთუ უკეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ უსარგებლო არს ხელოვნება მათი, ადრემცა დაცხრომილ იყვნეს საქმეთა მათგან. ხოლო ოდეს გხედვიდენ, ვითარმედ გიყვარს საქმე იგი და მისცემ მათთვის ფრიად, დაღაცათუ არა უნდეს, გულის-თქმაი საფასეთა აქმნევს.
    განვეშორნეთ უკვე უსარგებლოსა მის წარსაგებელისაგან. ვსცნათ და გულის-ხმა-ვყოთ, თუ სადა ჯერ არს წარგებაი, რათა არა ორკერძოვე ღმერთი განვარისხოთ, რაჟამს, სადაით არა ჯერ იყოს, შევკრებდეთ და, სადა ჯერ იყოს, განვაბნევდეთ. რამეთუ, ვითარ არა უსჯულოება არს, ჰოი კაცო, რაჟამს გლახაკსა თანა წარხდე (გვერდი აუხვიო) და მეძავსა მისცე? დაღაცათუ სიმართლით მოგეგოს საფასე, ეგე, ბოროტვე არს საქმე ესე.სასყიდლად ბოროტისა მისცემა, რომლისათვის ტანჯვაი ჯერ იყო, მისთვის პატივ-სცემ. ხოლო ოდეს ობოლთა განსძარცვიდე, და ქვრივთა მძლავრობდე, და გლახაკთა მიხვეჭდე, და სასყიდლად ცოდვისა მისცემდე, გულის-ხმა-ჰყავ, თუ ვითარ სახედ ცეცხლსა მოაწევ შენზედა? რამეთუ, უკეთუ აქებ მომღერალსა და სათნო გიჩნს საქმე მისი, უარეს მისსა ხარ. რამეთუ, მას დაღაცათუ არა რაი არს სიტყვაი, გარნა სიგლახაკე მიზეზად აქვს. ხოლო შენ რომელი მიზეზი ჰსთქვა? გარნა წარწყმედა სულისა. რაი ჰსთქვა სამსჯავროსა მას ზედა დიდსა, სადა იგი გულის-სიტყვათათვისცა სიტყვის მიცემაი თანა გედვას? რომლითა თვალითა იხილო მართლ-მსაჯული იგი, რაი მიზეზი სთქვა? გარნა სატანჯველი საუკუნო დაუსრულებელი. ნუმცა არს ესე ვითარი რაიმე ერსა ამას ზედა! არამედ ჩვენ ვისწრაფოთ, საყვარელნო, სიმართლით მოგებაი და ჯეროვნად წარგებაი, გლახაკთა სიყვარული და მათდა მიმართ წყალობაი, რათა გლახაკთა წყალობითა დავშრიტოთ ცეცხლი იგი უწყალოთათვის განმზადებული და ღირს ვიქმნეთ მოწყალებისა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქროსტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები